GE
4 თებერვალი, 2019 17:39

სკოლა “ჰელიოსმა” ევროპაში ცნობილ ენების სკოლა “Alpadia”-სთან ხელშეკრულება გააფორმა

სკოლა “ჰელიოსმა” ხელშეკრულება გააფორმა ევროპაში ცნობილ ენების სკოლა „Alpadia”-სთან. სკოლას აქვს თავისი ფილიალი შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია.

შეთანხმების საფუძველზე სკოლა “ჰელიოსმა” მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპის საზაფხულო სკოლებში და ისარგებლონ სრული პაკეტით. რაც გულისხმობს ცხოვრებას, უსაფრთხო გარემოს, სწავლას, ექსკურსიებს, დასვენებას და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საჭირო წიგნები, ტესტები და, რა თქმა უნდა, სერტიფიკატი. რაც მთავარია, სკოლა “ჰელიოსმა” მოსწავლეები ისარგებლებენ შეღავათიანი ფასით.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი არის 10-17 წელი.

ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება