GE
16 მარტი, 2017 13:18

სკოლა „ჰელიოსს“ პოეტი შოთა იათაშვილი ესტუმრა

15 მარტს სკოლა „ჰელიოსს“ სტუმრად ეწვია პოეტი შოთა იათაშვილი. მეექვსე-მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის რამდენიმე ლექსი და დაუსვეს შეკითხვები ლექსების ავტორს.

სტუმარმა ისაუბრა ლიტერატურის, პოეზიის თავისებურებებისა და შემოქმედებითი საქმიანობის სირთულის შესახებ.

ბავშვები განსაკუთრებით გაახალისა სტუმრის მიერ შემოთავაზებულმა ლიტერატურულმა თამაშმა „მეტაფორობანა“. ინტერესით მოისმინეს თავად პოეტის მიერ დახვეწილი დეკლამაციით წაკითხული რამდენიმე ნაწარმოები.

სალონურ გარემოში საუბარი ლიტერატურაზე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჰელიოსელებისათვის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება