15 მაისი, 2024 09:53
სკოლა „ჰელიოსს“ ზღაპრის წიგნის ავტორი ესტუმრა
სკოლა „ჰელიოსს“ მხატვარი, ზღაპრის წიგნის “ჟირაფი ფუკას” ავტორი, ქეთი მეზურნიშვილი ესტუმრა.
მოსწავლეებმა წიგნის ავტორთან ერთად მიზანმიმართული კითხვის სტრატეგიების გამოყენებით წაიკითხეს ზღაპარი, გამოთქვეს საკუთარი აზრი ზღაპრისა და მისი პერსონაჟების მიმართ, გამართეს დისკუსია და დახატეს შესაბამისი ნახატები თავიანთი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს II ა და II ბ კლასის მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგისა და ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები