GE
13 მარტი, 2020 14:11

სკოლა „ჰელიოსში“ გაკვთილები დისტანციურად ჩატარდება – ინსტრუქცია

სკოლა „ჰელიოსში“ გაკვთილები დისტანციურად ჩატარდება. ამის შესახებ სკოლა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

“ორშაბათიდან დაიწყება დისტანციური გაკვეთილების და დავალებების ატვირთვა edupage-ზე. ორშაბათამდე edupage-ი იმუშავებს სატესტო რეჟიმში აქედან გამომდინარე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ორშაბათამდე შესაძლებელია ადგილი ქონდეს გარკვეულ ტექნიკური ხარვეზებს”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იმისთვის რომ ორშაბათიდან მოხდეს სწავლის პროცესის აღდგენა და განხორციელდეს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება სკოლამ მოსწავლეებს ინსტრუქციაც შესთავაზეა:

ინსტრუქცია კომპიუტერზე ინსტალაციისთვის:

  • იმისთვის .რომ შეძლოთ ონლაინ გაკვეთილზე შესვლა თქვენ დაგჭირდებათ პროგრამა ZOOM
  • უნდა შებრძანდეთ ZOOM.US
  • ჩაიწეროთ პროგრამა და დააინსტალიროთ
  • როცა პროგრამა მორჩება ინსტალაციას გაიარეთ რეგისტრაცია თქვენი ელ-ფოსტის საშუალებით
  • შემდეგ როცა გავივლით ავტორიზაციას ვაწვებით ჯოინს, ამოვარდნილ ფანჯარაში ვწერთ მასწავლებლის საიდენტიფიკაციო ნომერს და ვესწრებით გაკვეთილს (სურათები 6,7)

ინსტრუქცია მობილურ ტელეფონზე ინსტალაციისთვის:

  • ვიწერთ პროგრამას app store ან google play-დამ
  • გავდივართ რეგისტრაციას
  • შემდეგ შევდივართ პროგრამაში და ვაწვებით join-ს
  • შეგვყავს მასწავლებლის საიდენტიფიკაციო კოდი და ვესწრებით გაკვეთილს
  • სკოლა გირჩევთ მოახდინოთ ინსტალაცია კომპიუტერზე თუმცა ტელეფონზეც არ არის შეზღუდვა

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება