29 ნოემბერი, 2022 14:49
სკოლა „ჰელიოსში“ გრამატიკის სწავლებისთვის სახალისო აქტივობა დაიგეგმა
გრამატიკის შესწავლა ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეებისთვის.
მიუხედავად ამისა, საინტერესო და სახალისო აქტივობები გრამატიკის სწავლების პროცესს ამარტივებს და ეხმარება მოსწავლეებს მათთვის რთული საკითხების მარტივად ათვისებაში..
სკოლა „ჰელიოსის“ 4ა კლასის მოსწავლეებმა ახსნილი გრამატიკული საკითხი კონტექსტში იხილეს და უკეთ გაიაზრეს.
გარდა ენობრივი თვალსაზრისისა, აქტივობის მიზანი მოსწავლეთა სოციალური და ინდივიდუალური უნარების განვითარება იყო – მათ უკვე იციან როგორ გადაინაწილონ ჯგუფში ფუნქცია-მოვალეობები და შეიმუშაონ ჯგუფის სამუშაო გეგმა.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები