30 მაისი, 2019 12:26
სკოლა ჰელიოსში მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე “ჩვენი ტვინი და მახსოვრობა” წარადგინეს
სკოლა ჰელიოსის ინგლისურის კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “ჩვენი ტვინი და მახსოვრობა” (Our Brain and Memory”). ნამუშევარი უაღრესად საინტერესო მეცნიერულ კვლევებსა და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.
ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად საიმედოა ჩვენი მახსოვრობა და როგორ ინახავს ტვინი სხვადასხვა მოვლენებს, რა არის ნორმალური და უნიკალური მახსოვრობა, როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დამახსოვრების უნარს, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, როცა ერთდროულად რამდენიმე რამეს ვაკეთებთ, ტვინში მიმდინარე რა პროცესებს სწავლობს სიცრუის დეტექტორი, არსებობს თუ არა ფერი, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და რატომ გვეჩვენება, რომ რაც ასაკი გვემატება, დრო უფრო სწრაფად გადის.