GE
21 დეკემბერი, 2016 15:29

სკოლა ჰელიოსში პროექტი ,,ლიტერატურული ფეერია” გაიმართა

2016 წლის 20 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსში“ I-IX კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი-წარმოდგენა „ლიტერატურული ფეერია“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი დალი გოგორიშვილი.

პროექტი ინფორმაციის, სცენიური წარმოდგენის და მუსიკის სინთეზით მიზნად ისახავდა ლიტერატირისა და ხელოვნების სხვა დარგების ურთიერთკავშირის ჩვენებას ისეთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით როგორებიცაა: ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული”, ჰიფმანის ,,მაკნატუნა” და მეტერლინკის ,,ლურჯი ფრინველი”.

კოსტიუმირებულმა, კლასიკური მუსიკის შედევრებით გაფორმებულმა წარმოდგენამ ბევრი რამ შესძინა მოსწავლეებს, ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭა, როგორც მონაწილეებს, ასევე მაყურებლებს და წინასაახალწლო განწყობაც შექმნა სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება