სკოლა „ჰელიოსში“ რუსული ენის კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული
2017 წლის 3 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით სკოლა „ჰელიოსში“ ჩატარდა რუსული ენის კვირეული. ღონიძიების ფარგლებში გაიმართა კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები, ვიქტორინა უფროსკლასელებს შორის, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია რუსული ხალხური ზღაპრების შესახებ, ხოლო უფროსკლასელებმა – წარმოადგინეს პროექტი – „რუსი მწერლები საქართველოს შესახებ“.
კვირეულის მიზანი იყო წიგნის კითხვისა და კულტურული თვალსაწიერის გაფართოება, რუსული ენისა და ლიტერატურის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა, თანამშრომლობის და კვლევა-ძიების უნარების განვითარება. ღონისძიება მოამზადა რუსული ენის მასწავლებელმა ნატალია გერგედავამ.
რუსული ენის კვირეულში აქტიურად ჩაერთო III-IX კლასის ყველა მოსწავლე. კვირეულის დასკვნით დღეს კონკურსების გამარჯვებულები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექციამ.
სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო წლის დასრულებამდე იგეგმება კიდევ ერთი უცხო ენის, ინგლისურისა და მშობლიური – ქართული ენის – კვირეულების ჩატარებაც.