28 თებერვალი, 2017 12:45
სკოლა „ჰელიოსში“ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა
14-დან 24 თებერვლის ჩათვლით სკოლა „ჰელიოსში“ ჩატარდა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული „წითელი თებერვალი“. კვირეულის ფარგლებში VII-VIII- IX კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის შენობა და პატივი მიაგეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილისმემორიალს, ნახეს ფილმები 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების შესახებ, დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და კვირეულის შემაჯამებელ დღეს დაწერეს საკონკურსო ესე. კონკურსში გამარჯვება და პრიზი წილად ხვდა მეშვიდე კლასელ ირაკლი ხასაიას, რომელმაც თავისი დამოკიდებულება მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ემოციური გულწრფელობითა და ორიგინალური არგუმენტირებული მსჯელობით გამოხატა.
კვირეულს ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი მზია მამადაშვილი.