5 ოქტომბერი, 2020 14:27
სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი დაიწყო, სადეზინფექციო სამუშაოები კი ყოველი კვირის ბოლოს ჩატარდება
1-ლ ოქტომბერს “სკოლა ჰელიოსის” საკლასო ოთახებში განახლდა სასწავლო პროცესი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, უფროსკლასელები აგრძელებენ სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ზედმიწევნით იცავს ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს, რაც მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უქმნის ჩვენს მოსწავლეებს.
3 ოქტომბერს “სკოლა ჰელიოსში” პრევენციის მიზნით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პერიოდში, სპეციალური ხსნარის გამოყენებით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს ყოველი კვირის ბოლოს, რათა სკოლაში იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო.