24 მაისი, 2018 17:15
სკოლა “ჰელისოსის” პირველკლესელებს გასვლითი გაკვეთილები ჩაუტარდათ
2018 წლის სკოლა “ჰელიოსის” 1-ლ (გ) კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ისტორიულუ ადგილები. ბავშვებმა დაათვალიერეს საკრავების მუზეუმი, აბანოთუბანი და მეტეხის ციხის შემოგარენი. შექმნილი შთაბეჭდილებების შედეგად შექმნეს ნამუშევრები და მოახდინეს მათი პრეზენტაცია (პედაგოგი ლელა სეხნიაშვილი).
სკოლა “ჰელიოსის” 1-ლი (ბ) კლასის მოსწავლეებსაც ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში თემაზე იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ასევე ჩაუტარდათ სასწავლო ექსკურსია მცხეთაში: სვეტიცხოვლის ისტორია, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, წმინდა გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა, არმაზის ხეობა (კლასის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე).