სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაწილაკთა ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასში
2019 წლის 26 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ცერნის (CERN,ქ.ჟენევა,შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკთა ფიზიკაში. ამ საერთაშორისო მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა: IX კლასი: ცოფურაშვილი ლევანი, კალმახელიძე თორნიკე, ჩინაშვილი ელენე. XI კლასი: ფანჩვიძე გიორგი, ბუნტური ანი, გალდავა თამაზი. მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფიზიკის მასწავლებელი ბელა თოდუა.
მეცნიერების მიერ იქნა წაკითხული ლექციები: მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ. მოსწავლეებმა თვითონ განახორციელეს გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის პარალელურად მასტერკლასები პირდაპირი ეთერით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია – ცერნი ( შვეიცარია), წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორია – ორსე (საფრანგეთი), ვალენსიის უნივერსიტეტი, კორპუსკულური ფიზიკის ინსტიტუტი (ესპანეთი), ბერნის უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიების ლაბორატორია (შვეიცარია), რომის უნივერსიტეტი ,,ტორ ვერგატა”-ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი რომის განყოფილება (იტალია).
მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა შეკითხვები დაუსვეს ცერნის მოდერატორებს, რომლებზეც ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.
ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცათ სერტიფიკატები.