GE
29 იანვარი, 2018 14:51

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლე კინგსის ოლიმპიადის ქართული ენისა და ლიტერატურის ტურის გამარჯვებული გახდა

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” ინფორმაციით, VI კლასის მოსწავლე ვალერია კაცაძე საქართველოს ყველაზე ჭკვიან და რჩეულ მოსწავლეთა რიგებშია, ის კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული და I ხარისხის დიპლომის მფლობელია.

ვალერია მონაწილეობას იღებდა კინგსის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომელიც წყალტუბოში ტარდებოდა. ვალერია სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობდა დამოუკიდებლობას, იღებდა უდიდეს გამოცდილებასა და დადებით ემოციას. მან შეიძინა უამრავი ახალი მეგობარი.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა” ულოცავს ვალერია კაცაძეს და მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლია ბაზაძეს ოლიმპიადაში გამარჯვებასა და უსურვებს წარმატებებს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა