8 თებერვალი, 2019 17:15
სკოლა “ლოგოსის” ლიტერატურის კლუბს პოეტი შოთა იათაშვილი სტუმრობდა
სკოლა “ლოგოსის” ლიტერატურის კლუბს პოეტი შოთა იათაშვილი სტუმრობდა.
სტუმარმა და მოსწავლეებმა კლუბის ხელმძღვანელთან გია მურღულიასთან ერთად წაიკითხეს და შეაფასეს ჰერმან ჰესეს მოთხრობა “პოეტი” და მერვე საუკუნის ჩინელი პოეტის ბო ძიუ-ის ლექსი “ლოკაუს სადგურის კედელზე მიწერილი ჩემი ძველი ლექსები”, რასაც საინტერესო კითხვები და განხილვა მოჰყვა. ამის შემდეგ შოთა იათაშვილმა მოსწავლეებს საკუთარი ლექსები წაუკითხა და ესაუბრა პოეზიის ბუნებასა და რაობაზე.
კლუბში შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია.
-
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” მოსწავლეების მიღებას აცხადებს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
ქიმიის გაკვეთილები სკოლის ეზოში – სკოლა “ლოგოსის” პედაგოგებმა გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები სათავისოდ გამოიყენეს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი



