9 ივლისი, 2018 17:40
სკოლა ლოგოსში 2018 წლის გამოსაშვები საღამო გაიმართა
სკოლა ლოგოსში მეთორმეტე კლასელები დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გააცილეს. ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელიც სიტყვით გამოვიდა და წარმატება უსურვა ლოგოსელებს.
სკოლის დირექტორმა კი ბევრი საჭირო რჩევა მისცა მოსწავლეებს. მათი დამრიგებელის სიტყვაც ძალიან ემოციური იყო.
“კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ საინტერსო, ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს!”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.