9 თებერვალი, 2017 13:26
სკოლა ლოგოსში გასული სემესტრის აქტივობები შეაჯამეს
ლოგოსში ხმაურიანი კვირა მიმდინარეობს. გასული სემესტრის სხვადასხვა აქტივობისთვის სიგელების გადაცემის ცერემონიალმა დიდი ჟრიამულით ჩაიარა.
სიგელები გადაეცათ კლასებს შემდეგ ნომინაციებში:
Logos Christmas Fest – ში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ მადლობის სიგელი, ხოლო ფესტივალის ყველაზე წარმატებული კლასი აღმოჩნდა IX ბ, რომელმაც ქველმოქმედებისთვის ყველაზე მეტი თანხა მოაგროვა.
საახალწლო ნომინაციები ამით არ ამოწურულა. დაჯილდოვდნენ საკლასო ოთახის საუკეთესო საახალწლო მორთულობისთვის, ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხისა და პოსტერისთვის.
სიგელები გადაეცათ მოსწავლეებს საინტერესოდ შესრულებული პრეზენტაციებისთვის.
ასევე მედლებით და სიგელებით დაჯილდივდნენ ჭადრაკის შიდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები.
-
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” მოსწავლეების მიღებას აცხადებს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
ქიმიის გაკვეთილები სკოლის ეზოში – სკოლა “ლოგოსის” პედაგოგებმა გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები სათავისოდ გამოიყენეს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი