სკოლა “ლომისში” ჩატრადა ინტეგრირებული გაკვეთილი – “პალეოგენეტიკა და ისტორიის კვლევის თანამედროვე მეთოდები”
19 თებერვალს სკოლა “ლომისში” ჩატრადა ინტეგრირებული, ინოვაციური გაკვეთილი “პალეოგენეტიკა და ისტორიის კვლევის თანამედროვე მეთოდები. გენეტიკური მიგრაციის რუკა”.
კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში დიდი ცოდნა დააგროვა და ტექნიკის, მეცნიერების მიღწევებს აქტიურად იყენებს როგორც სამყაროს, ისე საკუთარი თავის შესაცნობად. ჩვენი მიზანია მოსწავლეებისთვის ამ გამოცდილების გაზიარება, სიახლეების მუდმივად გაცნობა, რათა მათ ეს ცოდნა გამოიყენონ საჭიროების მიხედვით.
ისტორია და მისი დამხმარე მეცნიერებები არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ციფრულ ინოვაციებს და გენეტიკის კვლევის მეთოდებს მიმართავენ უკვე არსებული წერილობითი წყაროების, მასალის ან ვარაუდების გადასამოწმებლად.
განსაკუთრებით საინტერესოა პალოეგენეტიკოსების მიერ ჩვენს საუკუნეში შედგენილი, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა მიგრაციის რუკები და საქართველოს ადგილი ამ რუკაზე. პალეოგენეტიკის მიღწევებისა და გენეტიკური მიგრაციის საკითხების ცოდნა დაგვეხმარება ჩვენი ისტორიის და წარსულის შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობაში. ყალბი თეორიებისა და სპეკულაციების უარყოფაში.
სკოლა “ლომისის” მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოირგეს ჟურნალისტების როლი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, მიიღეს ინფორმაციები ინოვაციური კვლევების შესახებ, იხილეს დოკუმენტური მასალა და მულტიდისციპლინური კველევების მეთოდები, გაიმეორეს ტერმინები ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული გვარების ჰაპლოჯგუფებით და დნმ-პროექტით.
“გაკვეთილს უძღვებოდა წამყვანი პედაგოგი, ისტორიკოსი ნაზი ანდღულაძე. მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება თავი გამოეცადათ პროფესიონალი ადამიანების როლში და არ იყვნენ მხოლოდ მოსწავლეები. ეს ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას, ინტერესთა გამოვლენას. გარემოს მცირედი ცვლილებაც კი საინეტერსოს ხდის სასწვლო პროცესს”, – აღნიშნეს სკოლაში.