20 ივნისი, 2018 15:14
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა. სკოლა “ოპიზას” ინიციატივითა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოეწყო მარათონი, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვარკეთილის მასივის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ გადაეცათ საჩუქრები და სიგელები. ამავე დღეს “სკოლა ოპიზაში” სისხლის დონაციის უანგარო აქცია ჩატარდა ,,ნიუ ჰოსპიტალის” მხარდაჭერით. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი მათთვის,ვინც ამას საჭიროებს და ამით გამოხატეს მხარდაჭერა ამ თარიღისადმი.