14 ივნისი, 2018 15:16
სკოლა “ოპიზას” II კლასში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
სკოლა “ოპიზას” IIა კლასში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა: ,,დაფიქრდი და გამოიცანი“ (ხელმძღვ. ჯული საჯაია). სამ გუნდად დაყოფილი მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ კონკურსში.
ბავშვებმა სათანადო ცოდნა გამოავლინეს ლოგიკური ამოცანების ამოხსნისას. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ,,პითა-გორელები“. სამივე გუნდი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით და ქების სიგელებით. ვიქტორინას მშობლებთან ერთად ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედაგოგები და ჟიურის წევრები.
“მოსწავლეებში ცოდნის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ვიქტორინები მომავალშიც ჩატარდება”, – აღნიშნა კლასის დამრიგებელმა ჯული საჯაიამ.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა



