სკოლა “ოპიზას” ინგლისურის მასწავლებელი გერმანიაში გამართულ სემინარში იღებდა მონაწილეობა
12-14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ესლინგენში გაიმართა სემინარი თემაზე: „ევროპის კულტურული მემკვიდრეობა“. სემინარში მონაწილეობას იღებდა eTwinning პროგრამაში 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა საგნის მასწავლებელი და ამბასადორი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა შეარჩია სამი მასწავლებელი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის „სკოლა ოპიზის“ ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო თამარაშვილი.
სემინარის მიზანი იყო ერთობლივი სასწავლო პროექტების დაგეგმვა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, მეთოდიკის გაზიარება, ურთიერთ თანამშრომლობა ევროპის სკოლებს შორის და მოსწავლეთა დამეგობრება ონლაინ სივრცეში eTwinning პორტალის საშუალებით.
დაიგეგმა ახალი სასწავლო პროექტი თემაზე „მუსიკა ჩვენს გარშემო“, რაზეც „სკოლა ოპიზის“ მოსწავლეები იმუშავებენ როგორც ქართული ტრადიციული ხალხური საკრავების და ფოლკლორის შესახებ, ასევე პროექტის პარტნიორი ქვეყნების,ესპანეთის და საბერძნეთის მუსიკალური ტრადიციების ირგვლივ.
სკოლა “ოპიზა” ულოცავს ნინო თამარაშვილს და მის მოსწავლეებს ამ წარმატებას.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა



