8 მაისი, 2017 11:13
,,სკოლა ოპიზას“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში ,,დაზოგე წყალი!”
,,სკოლა ოპიზას“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში, რომელსაც GWP, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოხედვა“, განათლების სამინისტრო,გარემოს დაცვის სამინისტრო და ქ. თბილისის მერია ახორციელებს.
,,დაზოგე წყალი!” – ასეთია ამ პროექტის სახელწოდება, მიზანი კი მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლებაა გარემოს დაცვისათვის.
პროექტის ფარგლებში ,,სკოლა ოპიზას“ მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო აქტივობები დაგეგმეს. ,,წყალობანა“- თამაში,რომელიც არა მარტო სპორტული აზარტით იყო გაჯერებული, არამედ შემეცნებითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოეწყო ვიქტორინა და გამოვლინდა გამარჯვებული კლასი.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა







