5 მაისი, 2017 16:15
,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეები ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას ესტუმრნენ
პარასკევს, 5 მაისს, ,,სკოლა ოპიზას” Iბ კლასი ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას ესტუმრა.
მუზეუმის თანამშრომელმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა ქართველი და კორეელი ბავშვების ნამუშევრები, თან გააცნო თითოეული ნახატის შინაარსი. აუხსნა, თუ როგორ ნახატს ერქვა აბსტაქცია, პორტრეტი, პეიზაჟი, გრაფიკა და ა.შ. მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები თემაზე ,,საზაფხულო არდადეგები”. ამის შემდეგ მოინახულეს დედაენის ძეგლი, სადაც მოეწყო პატარა ღია გაკვეთილი.
კლასის ხელმძღვანელი – ნინო ღვინიაშვილი, ხელოვნების მასწავლებელი – მთვარისა მარკოზია.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა



