8 მაისი, 2018 13:40
სკოლა “ოპიზას” მოსწავლეები კიევის სკანდინავიურ გიმნაზიას სტუმრობდნენ
სკოლა “ოპიზას” და კიევის სკანდინავიურ გიმნაზიას დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ეს ურთიერთობები ყოველწლიურად მყარდება და კიდევ უფრო საინტერესო მნიშვნელობასა და ხასიათს იძენს.
რამდენიმე დღეა სკოლა “ოპიზას” მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკრაინიდან.
,,მრავალფეროვანი ღონისძიებები და ექსკურსიები,არნახული სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა – მადლობა მათ ამ სითბოსა და სიყვარულისთვის, იმ მეგობრობისთვის, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ ტატიანას და მის ყველა პედაგოგს და, რაღა თქმა უნდა, მადლობა სკანდინავიური გიმნაზიის საოცრად ნიჭიერ, ლაღ და გულისხმიერ მოსწავლეებს”, – ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა



