2 ნოემბერი, 2017 15:57
სკოლა “ოპიზას” მოსწვალეები შემოდგომას სხვადასხვა ღონისძიებას უძღვნიან
სკოლა “ოპიზას” სხვადსხვა კლასის მოსწვალეები და პედაგოგები შემოდგომას სხვადასხვა ღონისძიებას უძღვნიან.
მხიარული ღონისძიება წარმოადგინეს II ა კლასის მოსწავლეებმა სათაურით ,,ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია!“. გარდა ამისა, პედაგოგმა ბავშვებს გაკვეთილი შემოდგომისგან გაფერადებულ გარემოში ჩაუტარა. კლასის ხელმძღვანელია ჯული საჯაია.
შემოდგომით ტყეში დამჭკნარი ფოთლების შარიშური ისმის, ფოთლების წვიმა სვენებ-სვენებით ეშვება ჭალაში და უზამაზარ ფერადი ფოთლებით თოვს ქალაქში, სოფლად კი-ბარაქიანი შემოდგომა ძალ-ღონეს არ იშურებს თავისი გულუხვობის გამოსავლენად – ბუნების ეს საოცარი ცვლილებები აღწერეს და ლამაზი ღონისძიების სახით წარმოგვიდგინეს IIIა კლასის მოსწავლეებმა. კლასის ხელმძღვანელია ინგა ლობჟანიძე.
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა



