9 ივნისი, 2017 12:59
სკოლა ,,ოპიზაში” მიმდინარე კვირა მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული
სკოლა ,,ოპიზას” Iა კლასს მასწავლებელმა ჯული საჯაიამ უჩვეულო მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარა ღია ცის ქვეშ თემაზე – ,,ნული(0) და ნატურალური რიცხვები”. გარდა ამისა, პედაგოგმა Iა კლასის ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანა, მარშუტით: ჯვრის მონასტერი, საგურამო, ზედაზენი.
Vბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულსა და მუსიკაში. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი წელიწადის დროებსა და მუსიკაზე. ნ.რამაზაშვილმა, მუსიკის პედაგოგმა კინოფილმიდან ,,სამსახურეობრივი რომანი”- მოამზადა სიმღერა: ,,ბუნებას არ აქვს ცუდი ამინდი”. მოსწავლეებმა დახვეწეს სამეტყველო უნარები. გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო.