13 აპრილი, 2017 12:18
სკოლა “ოპიზაში” მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს დედაენის დღე
სკოლა “ოპიზაში” 10 აპრილს Iბ კლასში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: ,, ქართული ენა მოვლენილი მადლი ზეცისა”, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულსა და დედაენის დღეს. ბავშვებმა გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები და ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით მოეფერნენ დედაენას. ღონისძიებას პედაგოგი ნინო ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.
14 აპრილი – დედაენის დღე IIIა კლასმა კედლის გაზეთით აღნიშნა (პედაგოგი: ეკა შაქარაშვილი).
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნითი აქტივობა I-მა ა კლასმა დედაენის ძეგლთან გამართა. ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ერის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ქართული ენის დამწერლობის სიძველეზე. ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს ეს უკვდავი, მსოფლიოში ერთადერთი დედაენის ძეგლი (პედაგოგი: ჯული საჯაია).
-
სკოლა “ოპიზაში” ახალი, საიუბილეო მე-20 სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზას” კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს by სკოლა ოპიზა
-
სკოლა “ოპიზა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა by სკოლა ოპიზა







