GE
17 მაისი, 2018 17:40

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “მუზეუმში სიმშვიდეა, იმის იქით რა ვიცი?!”

“სასკოლო თეატრალური ფესტივალი-ART სკოლა – 2018 “-ის მესამე სეზონი გაიხსნა 14 მაისს. ყოველდღიურად იმართება საკონკურსო სპექტაკლების ჩვენება სხვადასხვა სკოლაში. ამ ფესტივალის ფარგლებში 17 მაისს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვივნენ ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი სოფო კალანდაძე, ჟიურის წევრები: შოთა მაღლაკელიძე, ნინია სადღობელაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე და გიორგი კალაძე.

სტუმრებმა ნახეს სპექტაკლი: „მუზეუმში სიმშვიდეა, იმის იქით რა ვიცი?!“, რომლის რეჟისორები და სცენარისტები არიან სკოლა „პოლიგლოტის“ XI კლასის მოსწავლეები ანი სამხარაძე და ელენე სვიანაძე. სპექტაკლის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი. სპექტაკლის იდეა არის თანამედროვეობაში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება და ესთეტიკური აღზრდა. ფესტივალი დაიხურება 23 მაისს.

სკოლა „პოლიგლოტის“ შემოქმედებით გუნდს სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი