25 ნოემბერი, 2022 12:46
სკოლა „პოლიგლოტის“ მუსიკალური ლექცია-პერფორმანსი ბოტანიკურ ბაღში
სკოლა „პოლიგლოტმა“ მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში 3 ნოემბერს ბოტანიკურ ბაღში გამართა ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”.
პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ, მოსწავლეებს წარუდგინა მუსიკოსი დავით ბახტაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ისეთი საინტერესო მუსიკალური ინსტრუმენტის შესახებ, როგორიცაა ვალტორნა. უამბო მისი წარმოშობის ისტორია და შეასრულა მრავალფეროვანი კომპოზიციები – ბუნების ხმებიდან დაწყებული, კლასიკური ნაწარმოებების ფრაგმენტებით და ჯაზის თავისუფალი შესრულებით დამთავრებული.
მოსწავლეებმა ვალტორნის “ბუნების ხმები” გაშიფრეს და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციები წარმოადგინეს.
ულამაზესი დაისის ფონზე ფოტოსესიით დასრულებული საღამოს შემდეგ მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები შინისკენ გაეშურნენ.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები



