16 აპრილი, 2018 17:51
სკოლა “პოლიგლოტში” დედა ენის დღის აღსანიშნავად კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი განათლების კათედრაზე “დედა ენის დღის ” აღსანიშნავად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეებმა დაწერეს თხზულება: “რას ნიშნავს ჩვენთვის დედაენა”. ქართული ენის მასწავლებლებმა თეონა დიასამიძემ, თამარ სვანაძემ და ანა ჯავახიშვილმა ჩაუტარეს მოსწავლეებს ლექცია-გაკვეთილები “დედაენის დღესთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ და მოაწყვეს საკლასო დისკუსიები.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



