სკოლა ,,პოლიგლოტში’’ მხიარული სტარტები წარმატებით ჩატარდა
სკოლა ,,პოლიგლოტში’’ სპორტის მასწავლებლის დავით დავითურის ორგანიზატორობით დაწყებითი განათლების კათედრაზე სპორტული შეჯიბრება- მხიარული სტარტები ჩატარდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ:
• მე-2 -ა კლასის გუნდი – ,,ცეცხლოვანი ლეოპარდები“;
• მე-2-ბ კლასის გუნდი – ,,ცეცხლოვანი ვარსკვლავები “;
• მე-2-გ კლასის გუნდი -,, სუპერვარსკვლავები“.
გუნდები დაკომპლექტებული იყო მოსწავლეებით, მშობლებითა და მასწავლებლებით.
თამაშის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,სუპერვარსკვლავები“ – დამრიგებელი ნათია კოხოძე;
II ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,ცეცხლოვანი ვარსკვლავები“ -დამრიგებელი მაია წიქარიშვილი ;
III ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,ცეცხლოვანი ლეოპარდები“- დამრიგებელი თამარ რიჟამაძე.
მხიარულ სტარტებში აქტიური მონაწილეობისა და მოპოვებული წარმატების გამო სკოლის ადმინისტრაციამ გუნდები დააჯილდოვა შესაბამისი დიპლომებით.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები