1 დეკემბერი, 2022 09:54
სკოლა „პოლიგლოტში“ პერფორმანსი: „ვის ეძებდა დიოგენე” ჩატარდა
30 ნოემბერს, სკოლა „პოლიგლოტში”, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩატარდა პერფორმანსი, თემაზე: „ვის ეძებდა დიოგენე?” (ორგანიზატორი-პროფესორი ცირა ბარბაქაძე).
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიზმით განიხილეს საკითხი დიოგენესეული ადამიანობის შესახებ. დისკუსიაში ჩაერთო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილიც, რომელმაც დიოგენეს როლიც მოირგო და სიამოვნებით პასუხობდა მოსწავლეთა შეკითხვებს.
დიოგენეს ანთებული ფარანი კი ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც სინათლის, ცოდნის და ჭეშმარიტების ძიების სიმბოლო.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები



