სკოლა ,,თამარიონის“ დაწყებითი კლასების კათედრამ პროექტი ,,ყვავილების ფესტივალი“ განახორციელა
სკოლა ,,თამარიონის“ დაწყებითი კლასების კათედრის მიერ განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ყვავილების ფესტივალი.“
პროექტი განხორციელდა ,,თამარიონის“ დაწყებითი კლასების აღსაზრდელების, პედაგოგებისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით.
ყვავილების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები: ნახატები, აპლიკაციები, ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა მასალით შექმნილი ნამუშევრები გაზაფხულის და ყვავილების თემაზე.
გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. განსაკუთრებით საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა ღია ცის ქვეშ ჩატარებული აქტივობები: ყვავილების აპლიკაციების შექმნა, გვირგვინების დაწვნა, ასფალტზე ხატვა, ყვავილების დარგვა, გუაშებით გაზაფხულის პეიზაჟების ხატვა და ა.შ.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი საზეიმო კონცერტსა და დაჯილდოვების ცერემონიალს დაეთმო.
,,ყვავილების ფესტივალი“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ,,თამარიონის“ ისტორიაში.