GE
23 აპრილი, 2018 15:24

სკოლა ,,თამარიონის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ გამოფენა ,,ყველაფერი გენიალური მარტივია“ გამართა

2018 წლის 20 აპრილს ,,თამარიონის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ გამართა გამოფენა ,,ყველაფერი გენიალური მარტივია“. სასკოლო ლაბორატორიის რესურსებითა და ხელნაკეთი ხელსაწყოებით წრის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესო ცდები ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.

იხილეთ ერთ-ერთი ცდის ვიდეო – ალუმინი და იოდი წყლის წვეთის მოლოდინში

ამ ნაერთს ქიმიკოსებს ზოგჯერ ჯადოქრებს ეძახიან… ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ წყლის ერთ წვეთს საოცრების მოხდენა შეუძლია. დააკვირდით ცდის მსვლელობას და მართლაც მიხვდებით, რა ძალა აქვს წყლის წვეთს: ავიღოთ ალუმინისა და იოდის ფხვნილი და ჩავყაროთ ფაიფურის თასში. მოვურიოთ. რეაქცია არ შეინიშნება. ახლა ამ ნარევს დავუმატოთ წყლის ერთი-ორი წვეთი. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი არ უნდა შეიცვალოს. სინამდვილეში კი წყლის ზეგავლენით ნარევი აფეთქდება და წარმოიქმნება იისფერი კვამლი.

სამედიცინო ბიოლოგიის კუთხეში მოსწავლეები თანასკოლელებს, მშობლებს და მასწავლებლებს ესაუბრნენ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და გააცნეს ვაქცინაციის კალენდარი.

საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხია.

 

Aris.ge - განათლება განათლება