GE
31 მაისი, 2018 13:54

სკოლა “თამარიონმა” საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნა

,,ჩემი საქართველო აქ არის!” – ასე დაასათაურეს ორგანიზატორებმა სკოლა ,,თამარიონში” ჩატარებული გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამო გახსნეს ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა წამყვანებმა:

ლიზი წულუკიანმა
გიორგი ქერდიკაშვილმა
ქეთა კოვზირიძემ
ბახვა დავლაშერიძემ
მერიანა მარგველაშვილმა
დაჩი მამისაშვილმა

კლასებმა ორიგინალურად წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე გააცოცხლეს საქართველოს თითოეული კუთხე, იქ შენარჩუნებული ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.

დარბაზში არსებული მუხტი და ქართული შემართება დიდხანს გაჰყვება ,,თამარიონელებს” და მათ სტუმრებს.

Aris.ge - განათლება განათლება