31 მაისი, 2018 13:17
სკოლა “თამარიონში” მეთორმეტე კლასელთა საზეიმო გაცილება მოეწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დაამთხვია სკოლა ,,თამარიონმა” ტრადიციად ქცეული მეთორმეტე კლასელთა საზეიმო გაცილება.
მანტიებით შემოსილი კურსდამთავრებულნი დალოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა, გულნარა კვიციანმა და სკოლის ფინანსურმა დირქეტორმა ინგა ამირანაშვილმა. საღამოს უძღვებოდა დირექტორის მოადგილე თათია გურგენიძე.
მშობლიურ სკოლას თბილი სიტყვებით მოეფერნენ და მადლობა გადაუხადეს ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა:
- გიორგი ყარეგიშვილმა (ოქრო)
- ბახვა დავლაშერიძემ (ოქრო)
- ანი შველიძემ (ოქრო)
- ბესიკ მეკინულოვმა (ვერცხლი)
- ვიქტორია ბახტურიძემ (ვერცხლი)
- გიორგი ტარზიანმა (ვერცხლი)
საზეიმო საღამო ფეირვერკებით დასრულდა. ეს დღე დაუვიწყარი იქნება კურსდამთავრებულთათვის, როგორც სიმბოლო მათი ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულებისა და დიდი წარმატებების დასაწყისის.