29 ოქტომბერი, 2018 17:10
სკოლა “თამარიონში” პროექტი “ჩვენ და ბიბლიოთეკა” ამოქმედდა
წიგნისა და ჩვენი მოზარდების დამეგობრების მიზნით სკოლა “თამარიონში” ამოქმედდა პროექტი ,,ჩვენ და ბიბლიოთეკა”. პროექტში აქტიურად არიან ჩართული მე- 5 და მე- 6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.
პროექტი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. წლის ბოლოს გამორჩეული მკითხველები აუცილებლად დაჯილდოვდებიან.
სკოლა წარმატებებს უსურვებს ნორჩ მკითხველებს.