GE
11 მაისი, 2018 14:10

სკოლა “თამარიონში” ზღაპარი “ურჩხული და მზეთუნახავი” ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს

სკოლა ,,თამარიონისათვის“ ახალი არ არის თანამედროვე, სრულყოფილი და ხარისხიანი ღონისძიებები, მაგრამ 2018 წლის 2 მაისს სკოლის სცენაზე საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი იყო წარმოდგენილი თავისი მუსიკალური გაფორმებით, კოსტუმებით, დეკორაციებით, ბავშვების უზადო შესრულებითა და ინგლისურენოვანი გამოთქმებით.

ზღაპარი ,,The Beauty and the Beast” (ურჩხული და მზეთუნახავი) ინგლისური ენის პედაგოგ რენატა ინდუაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა. მასში მონაწილეობა მიიღეს მე-6(1) და მე-6(2) კლასის მოსწავლეებმა.

Aris.ge - განათლება განათლება