„სკოლებში ახალი ტრადიცია დამკვიდრდება“ – ანბანის გაცილება თანამედროვე სტილში
მრავალი წელია, სკოლებში ტრადიციად არის დამკვიდრებული პირველკლასელების სასკოლო ზეიმი – „ანბანის გაცილება“. როცა პატარები ანბანის შესწავლას ასრულებენ, ამ წარმატებას სკოლაში საზემოდ აღნიშნავენ.
დაწყებითი კლასების დამრიგებელმა, პედაგოგმა ირინა ფუტკარაძემ კლასში ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და ანბანის გაცილების დღე თანამედროვე სტილში მოაწყო. 28 მოსწავლემ, 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი არც მეტი, არც ნაკლები, პოდიუმზე წარმოადგინა.
ირინა მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება და სკოლაში დამკვიდრებულ ახალ ტრადიციას აცნობს.
იხილეთ ფოტო:
მასწავლებლები ხშირად აკეთებენ “ანბანის გაცილებას”, მოსწავლეები ამ ღონისძებაზე ყვებიან ლექსებს, აქვთ წინასწარ შექმნილი სცენარები. ვიფიქრე, არატრადიციული აქტივობით მოვფერებოდით თითოეულ ასო-ბგერას და თითოეულის განსაკუთრებულობა წარმოგვეჩინა. პოდიუმზე 28 მოსწავლემ წარმოადგინა 28 თანხმოვანი და სიტყვები ამ ასო-ბგერებიდან, ხოლო მე 5 ხმოვანი წარმოვადგინე. ვიცი, რომ ამ აქვივობით სკოლებში ახალი ტრადიცია დამკვიდრდება”, – ამბობობს კლასის დამრიგებელი.
როგორც ირინამ მოგვითხრო, მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. იხალისეს, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, გაიაზრეს მშობლიური ასოების სიდიადე და სილამაზე.
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები
-
დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ by სკოლების ამბები



