სკოლის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობის გამო, გორის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მტვერში ყოფნა უწევთ
გორის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშენებლობის გამო, მტვერში ყოფნა უწევთ – ამის შესახებ, დღეს, 9 ნოემბერს, შიდა ქართლის ადგილობრივი მედია წერს და ვითარების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
სკოლის მიმდებარედ მათი ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და სახლს ეტაპობრივად ანგრევდნენ.
სკოლის ინფორმაციით, სკოლის მანდატურიც, ადმინისტრაციაც და პედაგოგებიც მობილიზებული არიან იმისათვის, რომ ბავშვებს მტვერში ყოფნა, არ მოუწიოთ, ,,ბავშვები არიან ძირითადად შენობაში და არ გადიან გარეთ”. ფოტოზე კი ჩანს, რომ ბავშვები მტვერში არიან.
გორის მუნიციპალური ინსპექციის პოზიცია ასეთია: ,,ამა წლის 8 ნოემბერს, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოავლინეს და ადგილზე შეისწავლეს აღნიშნული საკითხი. რის შედეგადაც დადგინდა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები, კერძოდ საძირკველის ამოღება (მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუზველზე). ადმინისტრეციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს სამუშაოებზე ადმინისტრაციულ ჯარიმას”.
სკოლის ადმინისტრაციამ არ იცის, როდის დასრულდება სკოლის წინ მშენებლობა. მათთვის ეს არავის უცნობებია.
წყარო: qartli.ge
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები