სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი – „წიგნიერი 2024“ გამოცხადდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსს „წიგნიერი 2024“ იწყებს.
წელს კონკურსი ჩატარდება როგორც თბილისში ისე საქართველოს დიდ ქალაქებში – ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.
როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა და რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ:
კონკურსში ჩართვის მსურველმა მოსწავლემ 20 აპრილამდე უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და წაიკითხოს შემდეგი 3 ნაწარმოები:
1. ერიხ მარია რემარკი – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“
2. ლეონჰარდ ფრანკი – „იესოს მოწაფეები“
2. ბექა ქურხული „მკვლელი“
„ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების მიხედვით შერჩეული საკონკურსო ესეს სათაური გამოცხადდება უშუალოდ კონკურსის ჩატარების დღეს. თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ“, – ვკითხულობთ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კონკურსანტებს ესეს დასაწერად 4 საათი მიეცემათ. ნამუშევრებს ჩაიბარებს საკონკურსო კომისია. ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით.