18 მარტი, 2024 16:26
სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა საჩუქრად პროექტორები გადასცა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა, ტარიელ ლობჟანიძემ თანამედროვე შესაძლებლობების მქონე პროექტორები გადასცა საჩუქრად.
როგორც სკოლის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, მადლიერების ნიშნად კურსადამთავრებულს სკოლაში საზეიმო ღონისძიებით დახვდნენ.
“თანამედროვე შესაძლებლობების მქონე პროექტორები, გაადვილებს სწავლა სწავლების პროცესს და გახდება მოტივაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის, ამ პროცესიის გამოწვევებთან შესახვედრად”, – ვკითხულობთ სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მადლობის წერილში.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები