25 ოქტომბერი, 2023 14:39
სოფელ სავანის მშობლიურ სკოლას ყოფილმა მოსწავლემ 126 წიგნი საჩუქრად გადასცა
ნანა ყაველაშვილმა, რომელმაც სავანის სკოლა წლების წინ დაასრულა, მშობლიურ სკოლას 126 წიგნი უსაჩუქრა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 25 ოქტომბერს, თავად სკოლამ გაავრცელა და კურსდამთავრებულს საჯაროდ მადლობა გადაუხადა.
„სოფელ სავანეში არაერთი ღირსეული და პატივსაცემი ადამიანი აღზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაფანტული, მაინც არ ივიწყებენ მშობლიურ სოფელს, სკოლას. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია ქალბატონი ნანა ყაველაშვილი, რომელმაც თავის სკოლას საჩუქრად – 126 წიგნი გადასცა”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
წიგნებს შორისაა დოსტოევსკის, ასტრიდ ლინდგრენის, მიგელ დე სერვანტესისა და სხვა გამოჩენილი ავტორების ლიტერატურული ნაშრომები.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები