GE
7 ივნისი, 2022 12:01

„სტუმარ-მასპინძელი“ თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის XIა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლეილა სამხარაძის ხელმძღვანელობით, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელის“ ინსცენირება.

გიმნაზიის პედაგოგები და მშობლები, რომლებიც ამ წარმოდგენას ესწრებოდნენ, ემოციებს ვერ მალავდნენ და ერთხმად აღნიშნავდნენ როგორც პედაგოგის, ლეილა სამხარაძის მაღალ პროფესიონალიზმს და ვაჟას შემოქმედებაში წვდომას, ასევე მოსწავლეთა გააზრებას თემისადმი, რომელიც აქტუალურია ყველა დროსა და სივრცეში. მოსწავლეებმა ვაჟას პერსონაჟები გააცოცხლეს თავიანთი უშუალობით, გულწრფელობით, არტისტიზმითა და მეტყველების საუკეთესო მანერით.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში