20 აპრილი, 2021 10:42
თამარ მეფის გიმნაზიის და სახელოვნებო მიმართულების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას და სტუმრობენ სხვადასხვა სამხატვრო გალერეებსა და გამოფენებს
მეფე თამარის გიმნაზიის და სახელოვნებო მიმართულების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას და სტუმრობენ სხვადასხვა სამხატვრო გალერეებს და გამოფენებს.
14 აპრილს, გამოჩენილი მხატვრის, ნათელა იანქოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში თანამედროვე მხატვრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას, გიმნაზიის რექტორ მირიან სამხარაძესთან ერთად ფერწერის წრის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ დაათვალიერეს გამოფენა და თავიანთი მოსაზრებები ახალგაზრდა მხატვრებს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო ურთიერთობის გზები დაიგეგმა.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია