GE
26 იანვარი, 2021 16:16

თამარ მეფის სახელობის გიმნაზია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I კლასში 2020-2021 სასწავლო წლისათვის

გიმნაზია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I კლასში 2020-2021 სასწავლო წლისათვის. გიმნაზიაში თავისუფალი ადგილები ასევე არის IIა, Vბ, VIგ, VIIგ, VIIIბ, IXგ, Xგ, XIგ, XIIბ კლასებში.

საბუთების მიღება 15 თებერვლიდან 10 მაისამდე გრძელდება.

ჩვენს გიმნაზიაში გელოდებათ:

  • ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო;
  • პროფესიონალ პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი;
  • აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები;
  • კომპიუტერული კლასი უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით;
  • უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო 🔎 მეცნიერებათა კაბინეტი და ლაბორატორია;
  • კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, 📚 მდიდარი წიგნადი ფონდით;
  • 60-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი;
  • მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა;
  • ყოველდღიური განახლებადი ვებ. გვერდი;
  • ელექტრონული ჟურნალი;
  • დღის გახანგრძლივებული ჯგუფები 18:00 საათამდე I-XI კლასებისთვის;
  • მრავალფეროვანი სახელობო და სახელოვნებო უფასო და ფასიანი კლუბები, სტუდიები, წრეები: ლიტერატურული თეატრი, ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ხალხური ორთაბრძოლა, სახვითი ხელოვნების სტუდია, თექის, მინანქრის, ეროვნული ტანსაცმლის მოდელირების, ხის მხატვრული დამუშავების კურსები, (რომელსაც საბაზისო საფეხურის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ შეუძლიათ დაეუფლონ, ხოლო ცხრა კლას დამთავრებულ მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა სკოლა-პანსიონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაგრძონ;) ინგლისური ენის შემსწავლელი წრე დონეების მიხედვით, ჭადრაკის წრე, ფორტეპიანოს და ვიოლინოს შემსწავლელი კლასები;
  • მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარეშე ღონისძიებები;
  • საკუთარი სატრანსპორტო მომსახურეობა (მიკროავტობუსი);
  • ექსკურსიები და კლასგარეშე აქტივობები;
  • ერთჯერადი კვება (სრულფასოვანი სადილი);
  • ლიტერატურული კაფე და ბუფეტი;
  • მალე – საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია;
  • კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 16-20-ს შეადგენს;

I კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა გასაუბრების საფუძველზე ხორციელდება. გასაუბრება და ჩარიცხვა მოხდება 10დან 15 მაისამდე;

გიმნაზიაში სწავლა ფასიანია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკვშირდით სკოლას.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი