29 სექტემბერი, 2020 16:16
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მშობლებს მოუწოდებს
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ყურადღება, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს! I ოქტომბერს, კერძო და საჯარო სკოლების I–VI კლასებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლებო, გთხოვთ, დროულად გააფორმოთ ძირითადი – საგანმანათლებლო და ნებაყოფილობითი – გახანრძლივებული სწავლებისა და კვების ხელშეკრულებები; ხელშეკრულებების გაფორმება და პაკეტების შეძენა შესაძლებელია ფინანსურ მენეჯერთან, 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 9 საათიდან, საღამოს 7 საათამდე.
გაითვალისწინეთ, თუ 5-ოქტომბრიდან არ გაფორმდება ხელშეკრულება, დაშვების სისტემა შეზღუდავს მოსწავლეების შენობაში შესვლას”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.