GE
27 ოქტომბერი, 2020 15:14

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს – დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედა ენის შესწავლა დაიწყეს.

“27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, წელს კი მისი დაბადებიდან 180 წელი გავიდა. ჩვენს გიმნაზიაში მას ტრადიციულად განსაკუთრებით აღვნიშნავთ!

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კლასები და დერეფნები მორთეს, წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და ,,დედა ენა”, გაეცნენ მის ბიოგრაფიას. დღემ დიდი ხალისით ჩაიარა, იაკობ გოგებაშვილი ხომ ყველამ ვიცით და ყველას გვიყვარს”, – აღნიშნეს სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი