თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-12 კლასელთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა
თამარ მეფის გიმნაზიაში მე-12 კლასელთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც, ტრადიციულად, ემოციების გარეშე არ ჩაუვლია!
სკოლა იმ მოსწავლეებმა დაამთავრეს, რომლებმაც 12 წლის წინ, ახალგახსნილ გიმნაზიის პირველ კლასში დაიწყეს სწავლა, მაშინ მამა მირიანმა მათ ,,პირველი მერცხლები” უწოდა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, გიმნაზიის ეზოში, მთავარ შესასვლელთან, ,,პირველი მერცხლების” ვარსკვლავი გაიხსნა!
ზეიმის დაწყებამდე, გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯების მნიშვნელობაზე ესაუბრა და წარმატებები უსურვა.
კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება ასევე მიულოცეს: აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ (მაყვალა) ანთაძემ, კლასის დამრიგებლებმა ლელა ჯანაშვილმა და გოგიტა სოფრომაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა (ციცინო) ანთაძემ, პირველმა მასწავლებლებმა ბელა ოქრუაშვილმა და მაია ხორბალაძემ და სასწავლო მიმართულების მენეჯერმა მზიური კოჩალიძემ;
კურსდამთავრებულებმა მიიღეს სერთიფიკატები სხვადასხვა ნომინაციაში, გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი, გაუშვეს ფრანები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები/ვიდეობი და თვალცრემლიანებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული დრო და იმედიანად შეეგებნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას;
მიმდინარე ეპიდსიტუაციის გამო, წელს გიმნაზიის ტრადიცია დაირღვა და კურსდამთავრებულები პატრიარქს ვერ ესტუმრნენ. ზეიმი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში ჩატარდა. 37 კურსდამთავრებულიდან, 12 ხელოვნების სკოლა-პანსიონში იღებდა სახელოვნებო განათლებას.