2 ივნისი, 2022 12:35
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ნინოობა და ბავშვთა დაცვის დღე ჟრიამულით აღნიშნეს
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში წმიდა ნინოს ხსენებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1-ელი ივნისი, საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიების მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი გახლდათ.
სკოლის ეზოში მთელი დღე ბავშვების ჟრიამული ისმოდა. გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაყვალა ანთაძემ ემოციურად მიულოცა ეს დღესასწაულები მსოფლიოს ბავშვებს და განსაკუთრებული სითბო და სიყვარული უსურვა მათ, ვისაც ეს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ.
„გაზაფხულის ზეიმი“ გიმნაზიაში V კლასელთა მონაწილეობით გაიმართა, რომელთა პედაგოგი მაია ნამორაძე გახლავთ.
დღის სიურპრიზი ბავშვებს მამა მირიან სამხარაძემ მოუწყო, რომელიც ზეიმს ფოფოდიასთან ერთად შეუერთდა. მამა მირიანის დანახვამ ბავშვების ოვაციები გამოიწვია.