GE
29 ოქტომბერი, 2020 16:41

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შიდა საკლასო აქტივობა ჩატარდა

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში I-ა კლასში შიდა საკლასო აქტივობა ჩატარდა, სახელწოდებით: ,,რატომ გვიყვარს შემოდგომა, ყველას დიდს თუ პატარას”.

,,ჩვენს გიმნაზიაში, ყოველ წელს შემოდგომის ზეიმი იმართება, სადაც მთელი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები, მოწვეული სტუმრები გიმნაზიის ეზოში შემოდგომის დადგომას ზეიმობენ.

სამწუხაროდ, წელს ეს ტრადიციული ფესტივალი ვერ ჩატარდა, თუმცა პირველკლასელებმა გული მაინც არ დაიწყვიტეს და შიდა სასკოლო აქტივობით აღნიშნეს ამ სეზონის დადგომა”, – აღნიშნა პედაგოგმა თინათინ ბლიაძემ.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი